მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი იწყებს დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზებას - პენტაგონი

623eb0992da87
თამთა ჯიჯავაძე
26.03.22 10:17
1952
რუსეთმა დამატებითი სამხედრო ძალების მობილიზება დაიწყო უკრაინაში გასაგზავნად, სადაც მათი მარცხების შემთხვევები იზრდება. ამის შესახებ Washington Post-ი პენტაგონზე დაყრდნობით წერს, რომელიც თავის მხრივ, სადაზვერვო ინფორმაციას ეყრდნობა.

„გვაქვს მინიშნებები, რომ ის ძალების გამოყენებას საქართველოდანაც აპირებს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსანმა ანონიმურად. „საუბარია რუსულ სამხედრო ძალაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიებზეც არის განლაგებული. ზუსტი რაოდენობა არ ვიცით“, - დასძინა მან. ის გულისხმობს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ ბაზებს.

როგორც Washington Post-ი წერს ათასობით რუსი სამხედროა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული. მათივე ცნობით, იგივე რაოდენობის სამხედროები ჰყავს რუსეთს სომხეთშიც.

ცნობისთვის, NATO-ს ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსულმა მხარემ დაახლოებით 15 000 სამხედრო დაკარგა. მაშინ როდესაც რუსეთი უფრო დაბალ რიცხვებზე (1,351) საუბრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები