მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი იყო გაზის მონოპოლისტი მიმწოდებელი და თურქეთი ხდება მონოპოლისტი ტრანზიტორი - გოჩიტაშვილი

62ab8f8dea55b
ალა ისპირიანი
17.06.22 23:00
2369
რუსეთი იყო გაზის მონოპოლისტი მიმწოდებელი და თურქეთი ხდება მონოპოლისტი ტრანზიტორი - ამის შესახებ  ექსპერტმა ენერგეტიკის სექტორში, თემურ გოჩიტაშვილმა „საქმის კურსში“ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, თურქეთი მსოფლიოს მიმართ უფრო დადებითაა განწყობილი, ვიდრე რუსეთი, ამიტომ ნაკლებად საშიშია. 

"თურქეთის უფრო წამოწევა რეალურია, მაგალითად "საქარიას" საბადო, რომელიც აღმოჩენილია და მილსადენს აშენებენ, 2023 წელში ეს იქნება 10 მილიონის გაზი დღეში, რაც 3,5 მილიარდს უდრის წელიწადში. 2026-28 წლისთვის ეს 40 მილიონის გაზი გახდება დღეში ის, რაც არის თურქეთის მოხმარების 30%. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ გაზს, რასაც თურქეთი ირანიდან და აზერბაიჯანიდან იღებდა, დასავლეთში წავა, რადგან მოხმარების ასეთი მკვეთრი ზრდა [საკუთარი საბადოს გაჩენის პირობებში] არ არის დაგეგმილი.

თურქეთი ისედაც დიდი მოთამაშეა და მეტსაც ვიტყვი, ცოტა საშიში მოთამაშეც. "ვაის შევეყარე და უის გავეყარე" შეიძლება დაემართოს საერთაშორისო ენერგეტიკულ ბაზარს, რადგან რუსეთი იყო მონოპოლისტი მიმწოდებელი და თურქეთი ხდება მონოპოლისტი ტრანზიტორი.

თურქეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ის ჩვენ მიმართ და მსოფლიოს და ამერიკის მიმართ უფრო დადებითად არის განწყობილი. ყველაფერი შედარებითია. ამიტომ ნაკლებ საშიშია. თურქეთი მოთამაშე არის და უფრო დიდი მოთამაშე გახდება, მაგრამ საკუთარი ბაზრისთვის", - განაცხადა მან. 

ცნობისთვის, თურქეთმა შავი ზღვის ფსკერზე 170-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობა დაიწყო. მან უნდა უზრუნველყოს გაზის ტრანსპორტირება თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე საქარიის პროვინციაში, შავ ზღვაში მდებარე საბადოდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები