რუსეთი მომდევნო სამი წლის განმავლობაში ნავთობზე დაბალი ფასების შენარჩუნებას პროგნოზირებს.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის მომდევნო სამი წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ნავთობის 40 დოლარიან ნიშნულზე დაგეგმა. როგორც CNN Money აღნიშნავს ეს ფასი ნავთობის მსოფლიო ფასს 10$-ით ჩამორჩება.
პუტინს სურს, რომ ბიუჯეტი მომზადებული იყოს იმ შემთხვევისთვის თუ OPEC უარს იტყვის წინა თვეში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომელიც ნავთობის მოპოვების შემცირებას გულისხმობს. ან თუ ეს გადაწყვეტილება არაეფექტური აღმოჩნდება.
CNN Money აღნიშნავს, რომ შესაძლოა პუტინმა 2015 წლის მაგალითზე „მტკივნეული გაკვეთილი“ მიიღო. გამოცემის ცნობით, 2015 წელს რუსეთმა ბიუჯტი ნავთობის 100$-იან ფასზე დაგეგმა, რაც ნავთობის არსებულ ფასს ორჯერ აღემატება.

























