მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიის საფასურს გადაახდევინებს - "ენგურჰესის" დირექტორი

ელექტროენერგია

დროებით ოკუპირებულმა აფხაზეთმა ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან დაიწყო. როგორც "ენგურჰესის" ტექნიკურმა დირექტორმა, გია ხუბუამ BMG-სთან განაცხადა, წელს დე ფაქტო მთავრობა რუსეთს ელექტროენერგიის ღირებულებას პირველად გადაუხდის.

"რუსეთიდან აფხაზეთში ელექტრომომარაგება რუსეთიდან დაიწყო. გადამცემი ხაზი "სალხინო" ორი დღის წინ ჩაირთო. პირველი შემთხვევაა, როცა აფხაზეთი საფასურს გადაიხდის", - განაცხადა გია ხუბუამ.

- რატომ გადაწყდა, რომ ოკუპირებულმა აფხაზეთმა ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს?ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს უჭირს, თუ აფხაზეთის გადასახდელი თანხა მისთვის ზღვაში წვეთია?

" - ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს წვეთებიც ბევრს ნიშნავს. ზოგადად, აფხაზეთიც უნდა მიეჩვიოს, რომ უფასო არაფერია", - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები