მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი სანქცირებული საქონლის გადატანის კონტრაბანდულ გზებს საქართველოს გავლით გეგმავს - უკრაინის თავდაცვა

624ad567cdc03
ვიქტორია მღებრიშვილი
04.04.22 15:28
2895
რუსები სანქცირებული პროდუქტის კონტრაბანდული გზით გადატანის არხებს საქართველოს გავლით ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის თანხმობით გეგმავენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოში აცხადებენ. ინფორმაციას Unian-ი ავრცელებს.

"საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთმა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო დანიშნულების საქონლის მიწოდების შესაძლებლობა დაკარგა.

სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსეთის აგენტები კონტრაბანდის გზებს აყალიბებენ, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან მიიღეს მითითებები არ შეაფერხონ კონტრაბანდისტების საქმიანობა", - ნათქვამია დაზვერვის სამმართველოს განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ცნობილია რუსეთის ფედერაციის კონტრაბანდული საქონლით მომარაგების კიდევ ერთი არხი - აღმოსავლეთ აზია. ამ ტერიტორიის გავლით ოკუპანტ ქვეყანას ტექნიკა, ელექტრონიკა და ოპტიკური მოწყობილობები მიეწოდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ცნობითვე, ამ დროისთვის საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განახლების საკითხი განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები