რუსეთი საქართველოს ნატო–ში დაჩქარებული წესით გაწევრიანების საკითხს სახიფათოდ მიიჩნევს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინთან რუსულ მედიასთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენი მხრიდან, ხაზი გავუსვით ლონდონში ნატო–ს დეკემბრის სამიტისას ალიანსის წევრად საქართველოს დაჩქარებული წესით მიღების საფრთხეებს. ჩვენ პარტნიორებთან ერთად, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, გამოვყავით სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ისა და ნატო–ს მზარდი აქტიურობის თემატიკაც", - დასძინა მან.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი 2-3 ივლისს გაიმართა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დისკუსიის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ შემზღუდავი ზომების დაწესებასა და აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე შედეგებზე. ქართველმა მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, არსებულ მწვავე სიტუაციაში მოხდეს ვითარების დეესკალაცია.

























