მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა

57595f769ebd0
BM.GE
09.06.16 16:19
1500
რუსეთი საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულში ვერ მოხვდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში სულ 376 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეულში არიან აზერბაიჯანი, თურქეთი და გაერთიანებული სამეფო.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კუთხით 2015 წლის მეოთხე კვარტალში რუსეთი მეშვიდე პოზიციაზე იყო და აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან საქართველოში წინასწარი მონაცემებით, 49 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

9 მილიონის ინვესტიცია განხორციელდა რუსეთიდან 2015 წლის მესამე კვარტალში, მეორეში კი 6 მილიონის.

2015 წლის პირველ კვარტალში რუსეთიდან საქართველოში 23 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები