მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რუსეთი შეეცდება გააქტიურდეს ფარული გზებით, ამიტომ ჩვენი სპეცსამსახურები უნდა იყვნენ ფხიზლად” - შარაშენიძე

62224588d2503
თათია ჩაფიჩაძე
04.03.22 21:51
854
საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი თორნიკე შარაშენიძე რუსეთის მხრიდან რეგიონში ფარულ გააქტიურებას მოელის. Bmg-თან საუბრისას ის აქცენტს უძრავ ქონებასთან ერთად რუსეთისთვის გადაცემულ სტრატეგიულ ობიექტებზე აკეთებს და ამბობს, რომ აუცილებელია უსაფრთხოების სამსახურების მხრიდან მაქსიმალური ყურადღება იქნას გამოჩენილი როგორც კერძო პირების, ისე ბიზნესის მიმართ.

”ხალხის დაბლოკვა არ იქნება ადამიანურად სწორი, თან გავითვალისწინოთ, რომ ძალიან ბევრ ქართველს ჰყავს იქ ახლობელი, ქართველები ცხოვრობენ იქ. მეორე მხრივ, როცა საქმე ეხება კომერციას, ბიზნესს, აქ უნდა დაინტერესდნენ ჩვენი სპეცსამსახურები იმიტომ, რომ ისედაც მოგეხსენებათ რუსეთის ხელში დიდი ხანია უკვე უამრავი ობიექტია გადასული და აქაც ცხადია საჭიროა თავდაცვის მექანიზმების ჩართვა. მითუმეტეს ამ სიტუაციაში, რომელიც ახლა გველოდება, მარტო ჩვენ არა, მთელ რეგიონს ელოდება.

რუსეთი შეეცდება გააქტიურდეს ფარული გზებით მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის საქართველოში, ამიტომ აუცილებელია ჩვენი სპეცსამსახურების გააქტიურება, ისინი უნდა იყვნენ ფხიზლად", - განაცხადა შარაშენიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები