მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი სურსათის ექსპორტის შეზღუდვას გეგმავს

სურათი

რუსეთის მთავრობა მზად არის სურსათის ექსპორტი შეზღუდოს, თუ ვითარება შიდა ბაზრის სტაბილურობის სასარგებლოდ არ განვითარდება. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი პატრუშევმა რძის მწარმოებელთა კავშირის XVI შეკრებაზე განაცხადა. რუსული მედიის გავრცელებული ინფორმაციაში არ კონკრეტდება როდიდან და რომელ სასურსათო პროდუქტზე შეიძლება დაწესდეს შეზღუდვა.

„ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ეკონომიკური ხელმისაწვდომობაზე კონტროლი გრძელდება. თუ მდგომარეობა შიდა ბაზრის სტაბილურობის სასარგებლოდ არ განვითარდება, ზემოქმედების ბერკეტები ჩვენ გვაქვს. მათ შორის, ეს ეხება შესაძლო საექსპორტო შეზღუდვებს. თუმცა დამეთანხმებით რომ სასურველი არ არის იმ ბაზრების დაკარგვა, რომლებიც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში მოვიპოვეთ.

თუმცა კიდევ ერთხელ სახელმწიფოსთვის ცხადი პრიორიტეტია: ეს სურსათით ჩვენი მოქალაქეების უზრუნველყოფაა. ამასთან, ჩვენ ფსონს ადგილობრივ წარმოებაზე ვდებთ და თვითუზრუნველყოფას ვზრდით. ამიტომ აუცილებელია საკუთარი პროდუქციის წარმოების ზრდა, რძის ნაწილში სასურსათო უსაფრთხოების დოქტრინის დაცვისთვის გეგმაზომიერად სიარული“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისი ინფორმაციით, რუსეთში რძის წარმოების მაჩვენებლები მზარდია და 2024 წელს 34 მლნ ტონა რძე იწარმოვა. „წლიურად ეს 200 ათასი ტონით მეტია, რაც ჩვენს გაცხადებულ პროგნოზებს შეესაბამება“, - განაცხადა პატრუშევმა და აღნიშნა, რომ წარმოების ზრდის პარალელურად იზრდება რძისა და რძის პროდუქტების ექსპორტიც. მისი თქმით, რუსული რძის პროდუქტები 90-ზე მეტ ქვეყანაში გადის, მათ შორის 2024 წელს პირველი საექსპორტო მიმართულება რუსეთისთვის ქუვეითი, ბანგლადეში და სირია იყო.

„ჩვენი საერთო ამოცანაა - ხელმისაწვდომ ფასად ყველა სახის საქონლით ბაზრის სრულყოფილი უზრუნველყოფა. არ შეიძლება ერთი სახის კატეგორიის პროდუქციის ზრდა მეორის ხარჯზე. მოთხოვნას ყველა ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ იძულებულები ვიქნებით ჩავერიოთ“, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორი ქვეყანაა, საიდანაც მათ შორის სასურსათო პროდუქტს ვყიდულობთ. 2024 წლის სტატისტიკის მიხედვით, რუსეთი ხორბლის, მზესუმზირის ზეთის, პურ-ფუნთუშეულის და ფქვილის მთავარი მომწოდებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები