მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი ხორბლის ექსპორტს ისევ აძვირებს - გავლენა ქართულ ბაზარზე

BM.GE
09.01.23 13:47
245
რუსეთი, რომელიც საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორია, მარცვლეულის ექსპორტს ისევ აძვირებს. გადასახადი 11 იანვრიდან ტონაზე მიმდინარე 4 160,9 რუბლიდან 4,766.30 რუბლამდე (57-დან 65 დოლარამდე) გაიზრდება. საექსპორტო გადასახადი, წინა მაჩვენებელთან შედარებით, 14,5%-ით მოიმატებს. ახალი გადასახადი 17 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. 

რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადი უკვე დიდი ხანია მოქმედებს, რაც ქვეყნებს მის იმპორტს უძვირებს. შესაბამისად, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, საქართველოც ცდილობს, რომ მარაგები ფქვილით შეავსოს, ამ უკანასკნელზე კი საექსპორტო გადასახადი რუსეთს დღემდე დაწესებული არ აქვს. სწორედ რუსული აგრო-ეკონომიკური პოლიტიკის მთავარი მიზეზია ის, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტი მცირდება, ფქვილის კი იზრდება. 

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის 11 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად, თითქმის 56%-ით შემცირდა. 2022 წლის იანვარ - ნოემბერში საქართველომ 55.4 მლნ აშშ დოლარის 155 704 ტონა ხორბალი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 88.7 მლნ აშშ დოლარის 352 719 ტონა. 

ტრადიციულად მთავარი იმპორტიორი რუსეთია. სულ კი, საქართველომ პროდუქტი 8 ქვეყნისგან იყიდა:
• რუსეთი - 52.3 მლნ აშშ დოლარის 145 776 ტონა
• ყაზახეთი - 1.2 მლნ აშშ დოლარის 3 703 ტონა
• უკრაინა - 978.8 ათასი აშშ დოლარის 2 500 ტონა
• სომხეთი - 714.6 ათასი აშშ დოლარის 3 569 ტონა
•ავსტრია - 80.9 ათასი აშშ დოლარის 66.2 ტონა
• გერმანია - 50.8 ათასი აშშ დოლარის 36.4 ტონა
• თურქეთი - 46.7 ათასი აშშ დოლარის 53.5 ტონა
• საფრანგეთი - 0.19 ათასი აშშ დოლარის 0.15 ტონა

სტუმარი: ლევან სილაგავა - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი;


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები