მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩინეთმა და ინდოეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ" -კარასინი

კარასინი

"რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ",-ამის შესახებ გრიგორი კარასინმასპუტნიკთანგანაცხადა.

"საკითხი იოლი არ არის, რადგან დასავლეთი საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს [ქვეყნებს], თუმცა  აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან აღიარება იქნება. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ვითარდება, არავის ემუქრება და სურს, საერთაშორისო საზოგადოების წევრი გახდეს. ეს ადვილი არ არის, მაგრამ მიღწევადია“, - განაცხადა მან.

ამასთან, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერალური საბჭოს საერთაშორისოსაქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ცხინვალისა და აფხაზეთისსაერთაშორისო აღიარების ხელშესაწყობად მუშაობა გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები