რუსეთის აეროპორტების შეფერხებით მუშაობამ Georgian Airways-ი, წელს $8 მლნ-ით აზარალა. ამის შესახებ ქართული ავიაკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა RBK რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა. Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თქმით, სათადარიგო აეროდრომებზე თვითმფრინავების გადამისამართების შემთხვევებში ავიაკომპანია მოგებაზე ხშირად ზარალს ნახულობდა. მისი თქმით, კომპანია აეროპორტების მუშაობის დასტაბილურებამდე იძულებულია უარი თქვას რუსეთში ფრენების სიხშირის ზრდაზე. სხვადასხვა გათვლებით კი რუსეთის აეროპორტების შეფერხებით მუშაობის გამო რუსული ავიაკომპანიების ზარალი მიმდინარე წლისთვის უკვე 100 მლრდ რუბლს აჭარბებს. რა გამოწვევებს უკავშირდება რუსეთის საავიაციო ბაზარზე ოპერირება, რა ფასის გადახდა უწევს რუსეთში ფრენებისთვის ქართულ ავიაკომპანიას და რამდენად არსებობს ამ მიმართულებით დივერსიფიცირების შესაძლებლობები?






























