მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Yandex Taxi-ს რეკლამა უკანონოდ სცნო

5b8d544668783
BM.GE
03.09.18 19:32
1163
რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Yandex Taxi-ს რეკლამა უკანონოდ სცნო. რუსული მედიის ინფორმაციით, უწყებამ მიიჩნია, რომ ტაქსების კომპანიის რეკლამა „მგზავრობა 30 რუბლიდან“ კანონს არღვევდა, რადგან ამ თანხაში მხოლოდ ტაქსის გამოძახება ითვლებოდა და არა სრული მომსახურება.

აღნიშნული რეკლამით, რომელიც ტაქსებზე იყო გაკრული, Yandex Taxi მუშაობდა რუსეთის რამდენიმე ქალაქში 15 მარტიდან მაისის ჩათვლით.

რუსული მედიის ცნობით, ავტომობილებზე დიდი შრიფტით გამოკრული იყო რეკლამა „Yandex Taxi 30 რუბლიდან“ და პატარა შრიფტით იყო მითითებული, რომ ეს მხოლოდ მანქანის გამოძახების ტარიფი იყო.

ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ქმნიდა შთაბეჭდილებას, თითქოს 30 რუბლად მომხმარებლებს გადაადგილება შეეძლოთ.

ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანიას რეკლამირების აუკრძალა. ამასთან, მზადდება საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები