„ვართ მოლოდინში და დიდი იმედი გვაქვს, რომ მთავრობა იმუშავებს და მუშაობს იმაზე, რომ გაზაფხულიდან რეისები აღდგეს", - ასე უპასუხა TAV Georgia-ს გენერალურის მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ bm.ge-ის კითხვას, რომელიც რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი რეისების აღდგენას შეეხებოდა. როგორც ზაქარაძე აღნიშნავს, "საერთაშორისო აეროპორტში აბსოლუტურად უარყოფით ჭრილში მიდის მგზავრთა ნაკადის მატების პროცესი".