მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ავიასანქციების გამო "ჯორჯიან ეარვეისი" მგზავრებს ალტერნატიული მარშრუტით მოემსახურება

5d221da19f019
BM.GE
07.07.19 20:25
1571

რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 2019 წლის 8 ივლისიდან, ცვლის თბილისი - მოსკოვი - თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განრიგს და მგზავრებს მოემსახურება  თბილისი-(ერევანი)-მოსკოვი, (ერევანი)- თბილისის მარშრუტით.

დაგეგმილია, რეგულარული 2 რეისის განხორციელება, ყოველდღიურად.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მგზავრთა მაქსიმალური კომფორტის უზრუნვსელსაყოფად, მგზავრებს არ მოუწევთ ავიახომალდის დატოვება და ბარგის გადატანა.

ავიაკომპანია პასუხისმგებლობას იღებს 40 000 მდე მგზავრის ტრანსპორტირებაზე, ვისაც შეძენილი ქონდა ამ მარშრუტზე ავიაბილეთი.

"მგზავრებს მოემსახურება ბოინგის ტიპის ხომალდი 737-700 , რომელიც სერტიფიცირებულია იატასა და იკაოს წესების მიხედვით"-აღნიშნულია "ჯორჯიან ეარვეისის" კრიზისული მენეჯმენტის სტრატეგიულ გადაწყვეტილებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები