„რუსეთის ავიასანქციები შესაძლოა მშპ-ს 1,5%-მდე კლება გამოიწვიოს“-ამის შესახებ გადაცემაში „ფორბსის კვირა“ ლექსო ალექსიშვილი, საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს გენერალური დირექტორი აცხადებს.
მისი თქმით, მეზობელი ქვეყნის მხრიდან ამ ნაბიჯმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ რუსეთი არასანდო ბაზარია. შესაბამისად ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ბაზრების დივერსიფიცირებაა.
„მაკროეკონომიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ ციფრებს, ეს დაახლოებით ნიშნავს, რომ ამ აკრძალვამ უნდა გამოიწვიოს დაახლოებით 1,5%-1,2% მშპ-ს კლება, რაც თავისი მოცულობით საკმაოდ საკმაოდ დიდია.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ უდიდესი მეზობელი, რომელიც გვყავს „ეკონომიკური პარტნიორის“ სტატუსის მქონე ქვეყანა, რომელთანაც სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს, არის აბსოლუტურად არასანდო და რისკების დათვლის დროს ეს უნდა იყოს ნომერი პირველი თემა.
რაც შეეხება მოქმედებებს, ამას უნდა მივუდგეთ საღი და ცივი გონებით. ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი მოქმედება შეიძლება იყოს ასევე დამაზიანებელი, მაგალითად თუ ვიტყვით, რომ ზარალი, რომელსაც ტურისტული კომპანიები განიცდიან, რაღაცა ფორმით დავაკომპენსიროთ, ან სუბსიდირება გავაკეთოთ, ეს იქნება აბსოლუტურად არასწორი იმიტომ, რომ ეს არ არის ის გამოსავალი, რაც რაიმე შედეგს მოგვიტანს.
მოკლევადიან პერსპეტივაში მთავარი ამოცანა არის დივერსიფიცირება. რაც შეიძლება მეტი აქტივობა უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ ჩვენ დივერსიფიცირებული ბაზარი გვქონდეს და არა რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაზე მიბმული, არამედ რაც შეიძლება მრავალფეროვანი.
ჩვენ რასაც ვუყურებთ არის ერთი, რომ რუსეთის მთავრობის მხრიდან ეს მხოლოდ გადაწყვეტილება არ იყო, უდიდესი პროპაგანდისტული მანქანა ჩაირთო და რომელთან წინააღმდეგობის გაწევა არ ვიცი რამდენად ხდება, მაგრამ ყოველშეთხვევაში ამის ნიშნები თითქოს არ არის.
ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში განსაკუთრებული აქტივობა იმისთვის, რომ რეალურად მოხდეს განეიტრალება იმ პროპაგანდის, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში როგორც საფრთხის მქონე ქვეყანაში“-აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.

























