მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ბაზარს Carlsberg-იც ტოვებს

6241d63387a42
მარიამ ვარადაშვილი
28.03.22 19:53
721

დანიური ლუდის კომპანია Carlsberg-ი რუსეთის ბაზრიდან გადის. ამის შესახებ კომპანია თავის ვებგვერდზე წერს.

აღსანიშნავია, რომ ის ერთ-ერთი ბოლო დასავლური კომპანიაა, რომელიც უკრაინაში ინტერვენციის გამო რუსეთის ბაზარს ტოვებს. კომპანიის განცხადებით, რთული გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა დასძენენ რომ არსებული ვითარებაში ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

შეგახსენებთ, რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ დღეს Heineken-მაც განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები