მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ჭიდაობის ფედერაცია ნაკრების წევრებს ოლიმპიურ თამაშებზე აღარ გაუშვებს

რუსი მოჭიდავეები ოლიმპიური თამაშები

რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის განცხადებით, მწვრთნელების, ნაკრების წევრებისა და ოფიციალური პირების საერთო შეთანხმებით მათი მოჭიდავეები ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

მათ მოჭიდავეებს 16 ოლიმპიური ლიცენზია ჰქონდათ მოპოვებული, საიდანაც საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მხოლოდ 10 დაუშვა. ფედერაციაში აღნიშნავენ, რომ ოლიმპიური კომიტეტი უსამართლოდ იქცევა და მათი არ ყოფნით ტურნირი მხოლოდ გაუფასურდება.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიღებული წესების მიხედვით პარიზის თამაშებზე მხოლოდ ის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც არ უჭერენ მხარს უკრაინაში მიმდინარე ომს, თუმცა ამის მიუხედავადაც მათ ნეიტრალური დროშის ქვეშ მოუწევდათ ასპარეზობა.

ცნობისთვის, რუსეთის მოჭიდავეთა გუნდთან ერთად მონაწილეობას არც ძიუდოისტთა ნაკრები მიიღებს, რაზედაც განცხადება რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი სოლოვეიჩიკმა გააკეთა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები