მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის და უკრაინის რამდენმა მოქალაქემ მიიღო საქართველოს მოქალაქეობა ბოლო 1 წელიწადში?

6412d28824186
ინგა მურუსიძე
16.03.23 13:43
6224
2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 3 375 მოქალაქეს, მათგან რუსეთის - 3 297 და უკრაინის - 78 მოქალაქეს.

სტატისტიკური მაჩვენებლები იუსტიციის სამინისტროდან საქართველოს პარლამენტის წევრს, ოპოზიციონერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს მიაწოდეს და ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2022 წელს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრეს რუსეთის 2 693 მოქალაქეს, განუხილველი დარჩა 335 მიმართვა, ამჟამად განხილვაშია - 1384 მიმართვა, შეჩერებულია 29 მიმართვა.

რაც შეეხება უკრაინის მოქალაქეებს, 2022 წელს, უარი - 55 მოქალაქეს ეთქვა, განუხილველი დარჩა - 14 მიმართვა, განხილვაშია - 40 მიმართვა, დაკმაყოფილებულია 78 მიმართვა, შეჩერებულია - 1.

2023 წელს კი, პირველ ორ თვის მონაცემებით, განხილვაშია რუსეთის მოქალაქეების 421 მოთხოვნა, შეჩერებულია - 41 მოთხოვნა, ხოლო განუხილველი დარჩა 5 მოთხოვნა.

რაც შეეხება უკრაინის მაჩვენებლებს, ამჟამად განხილვაშია 17 მოთხოვნა, ხოლო შეჩერებულია 2 მიმართვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები