მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის დაზვერვის ინფორმაციით, EU-დან საპროტესტო აქციების თითოეული მონაწილისთვის დღეში 120 ევროა გამოყოფილი

აქცია

რუსეთის დაზვერვის ინფორმაციით, ევროკავშირის ხელმძღვანელების მიზანი ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე საქართველოს ნებისმიერ ფასად დაბრუნებაა, რისთვისაც ევროგაერთიანება ქართულ საზოგადოებასთან და ოპოზიციურ პარტიებთან კომუნიკაციის ფორმას ცვლის და პოლიტიკურ ზეწოლაზე გადადის.

რუსეთის საგარეო დაზვერვის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოში საპროტესტო მუხტისა და აქციების შენარჩუნებისთვის ფინანსურ რესურსსაც ხარჯავს, რაც თითოეულ ადამიანზე ერთი დღისთვის 120 ევროს ოდენობით განისაზღვრება. ამასთან, რუსულ უწყებაში იმასაც აცხადებენ, რომ ევროკაშირი პროევროპელი ახალგაზრდების პროექტებსაც დააფინანსებს. ფინანსური ნაკადების შეუფერხებელი შემოდინებისთვის კი სომხეთს გამოიყენებს.

"რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის პრესსამსახური იტყობინება, რომ უწყების მონაცემებით, ევროკავშირის ხელმძღვანელების მიზანი ევროინტეგრაციისა და დემოკრატიის გზაზე საქართველოს ნებისმიერ ფასად დაბრუნებაა. ბრიუსელის ევრობიუკრატია ვერ დაუშვებს „ამიერკავკასიაში დასავლეთისთვის ამ მნიშვნელოვანი დასაყრდენის“ დაკარგვას.

მსოფლიოში მიმდინარე „ნაციონალ-კონსერვატიული შემობრუნების“ გათვალისწინებით ევროკავშირმა ქართველ პოლიტიკოსებთან და საზოგადოებასთან მუშაობის პროცესში გადაწყვიტა არსებული ლიბერალური დაპირებებიდან პოლიტიკურ ზეწოლაზე გადავიდეს. ევროკავშირის ჩინოვნიკების ამოცანა ქართული ოპოზიციური პარტიების - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე. ისინი მოწოდებულნი არიან მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ „ერთიანი მუშტი“ შექმნან.

პარალელურად საქართველოში ქუჩების საპროტესტო აქციების გამართვის მცდელობები, რომელიც „უბრალო ქართველების პროევროპული მდგრადი შეხედულებების დამადასტურებელი“ გახდება. თბილისში ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილია მნიშვნელოვანი რესურსების მანიფესტაციების ხელშეწყობისა და კოორდინაციისთვის. ანტისახელისუფლებო გამოსვლების თითოეული მონაწილისთვის ერთი დღის „სამუშაოსთვის“ 120 ევროა გამოყოფილი.

საქართველოს ხელისუფლების მცდელობის შემთხვევაში, დივერსიული მოქმედებების დასაფინანსებლად ევროკავშირის არხები დაბლოკოს, სომხეთში ევროკავშირის საელჩოებიდან თბილისში ნაღდი ვალუტის მიტანის ვარიანტი განიხილება.

ცალკე სფერო მოიცავს „ადგილობრივი ახალგაზრდობის ყველაზე დინამიკურ ნაწილს შორის ანტისამთავრობო განწყობების ჩამოყალიბებას“ - ბლოგერებს, ჟურნალისტებს, ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგის სპეციალისტებს, ასევე მათი რუსი კოლეგები, რომლებიც საქართველოში ჩავიდნენ.

ბრიუსელის მიერ კონტროლირებადი ქართული და ევროპული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ორიენტირებულნი არიან ამ ფოკუს ჯგუფებს „ტვინები გამოურეცხონ“ ზღაპრებით „ერთიან ევროპასთან თანამშრომლობის უპირატესობებზე“ და „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრორუსული პოლიტიკის ვექტორის ჩიხზე. ევროკავშირის პროგრამა Georgian Youth for Europe ახალგაზრდა ქართველებს 50 000 ევროს მოცულობის გრანტებს შესთავაზებენ „პროგრესული“ პროექტებისთვის. ამ რესურსის გამოყოფის მთავარი კრიტერიუმი დასავლეთის ავტორებისადმი ლოიალურობა იქნება.

როგორც წარმოდგენილია, ამიერკავკასიაში ევროკავშირის „ჩრდილოვანი“ აქტიურობის შესახებ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებმა კი არ უნდა იცოდნენ, არამედ ამის შესახევ ევროკავშირში გადასახადების გადამხდელებმა უნდა იცოდნენ, რომლებსაც ბრიუსელი „ქამრების გადაჭერისკენ“ მოუწოდებს და „დემოკრატიის საერთაშორისო ზეიმის“ იგავებით იკვებება", - ნათქვამია რუსეთის დაზვერვის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები