მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის დუმა უცხოური აგენტების შესახებ კანონში ხვრელების აღმოსაფხვრელად ცვლილებას გეგმავს

რუსეთი

რუსეთის დუმა უცხოური აგენტების შესახებ კანონში ხვრელების აღმოსაფხვრელად ცვლილებას გეგმავს.

„საშემოდგომო სესიებზე, შესაძლოა, ასეთი ცვლილებები შეტანილ იქნეს. გარდა ამისა, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება ანალოგიური მოთხოვნების განხილვა ყველა ტიპის უცხო აგენტთან მიმართებით“, - დაწერა ვასილი პისკარიოვმა Telegram-არხზე. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ ამ კუთხით, კომიტეტი და სათათბიროს კომისია საგარეო ჩარევისთვის წინააღმდეგობის გასაწევად რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.

დუმის უსაფრთხოებისა და კორუფციის საწინააღმდეგო ქმედებების კომიტეტის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრ კონსტანტინე ჩუიჩენკოს განცხადება გაიმეორა, რომ უცხოური აგენტების შესახებ კანონმდებლობა კორექტირებას საჭიროებს, რათა მათთვის, ვინც უცხოური გავლენის ქვეშ იმყოფება პასუხისმგებლობის თავიდან აცილება აღმოიფხვრას. დუმის კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „საუბარი ეხება ტელეგრამ-არხებს, რომლებმაც შესაბამისი სტატუსი მიიღეს, შემდეგ კი სახელწოდებები შეიცვალეს. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ახლა ასეთმა სტრუქტურებმა, რომლებიც უცხოური გავლენის ქვეშ იმყოფებიან, კანონი უნდა დაიცვან. ამიტომ უბრალოდ უნდა დავაზუსტოთ კანონის ფორმულირება, რათა მისი შემოვლის ხვრელები აღარ არსებობდეს. კანონის მიხედვით, ამის აუცილებლობა არსებობს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები