მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის დუმაში ქვეყნიდან წასული მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდას გეგმავენ

63a945e7bdd39
ვიქტორია მღებრიშვილი
26.12.22 10:54
582
რუსეთის სახელმწიფო დუმაში, ქვეყნიდან წასული მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდის მიზნით კანონმდებლობაში შესატან შესაბამის ცვლილებებზე მუშაობენ. ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა Telegram-ის პირად გვერდზე დაწერა.

როგორ პოსტში რუსეთი დუმის სპიკერი აღნიშნავს, არასწორია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქვეყნიდან გაქცეული მოქალაქეების დაბრუნების მიზნით, მათ გარკვეული უპირატესობები და შეღავათები უნდა ჰქონდეთ. პირიქით ის ამბობს, რომ ასეთი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდა სწორი იქნება.

„არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აუცილებელია შეღავათები და სუბსიდიები მივცეთ მათ, ვინც ჩვენი ქვეყანა დატოვა, რათა ისინი დაგვიბრუნდნენ. ეს არასწორია.

სავსებით გასაგებია, რატომ გაიქცნენ ისინი. მათ, ვინც გააცნობიერა შეცდომა, უკვე დაბრუნდა, დანარჩენებმა კი უნდა გაიგონ: საზოგადოების დიდ ნაწილს მათი საქციელი არ მოსწონს - ისინი თვლიან, რომ მათ სამშობლოს, ნათესავებსა და ახლობლებს უღალატეს.

თუმცა დღემდე ქვეყნიდან წასულები არამხოლოდ დისტანციურად მუშაობენ რუსულ კომპანიებში, არამედ იმ შეღავათებით სარგებლობენ, რომელსაც კომპანიები ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად გასცემენ.

სწორი იქნება თუ გავაუქმებთ პრეფერენციებს მათთვის, ვინც რუსეთი დატოვა და გადასახადებს გავზრდით. ასე სამართლიანი იქნება. კანონში შესატან შესაბამის ცვლილებებზე ვმუშაობთ“, - წერს ვოლოდინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები