მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის დუმის სპიკერს McDonald’s–ის ჩანაცვლების იდეა აქვს – “გავხსნათ ადგილობრივი ქსელი У дяди Вани”

622a066380643
სალომე მეცხვარიშვილი
10.03.22 18:00
1259

რუსეთის დუმის სპიკერს ვიაჩესლავ ვოლოდინს McDonald’s–ის ჩანაცვლების იდეა აქვს. როგორც რუსული მედია იტყობინება, საერთაშორისო ბრენდის მიერ რუსეთის დატოვების შემდეგ ვოლოდინი გამოვიდა ინიციატივით, მის ნაცვლად ადგილობრივი ქსელი У дяди Вани გაიხსნას. სპიკერი ამბობს, რომ McDonald’s–ის პროდუქცია სრულად რუსული ნედლეულით იწარმოებოდა, ამიტომ მისი ჩანაცვლება სავსებით შესაძლებელია. 

ამის შესახებ ვოლოდინმა დუმაში სხდომაზე განაცხადა, რომელზეც რუსეთიდან საერთაშორისო კომპანიების გასვლის საკითხი განიხილებოდა.

"აი, მაგალითად McDonald’s 100%–ით რუსული ნედლეულით იწარმოებოდა, შემდეგ კი განაცხადეს, რომ იხურებიან. კიბატონო, დაიხურეთ, ოღონდ ხვალ თქვენ მაკდონალდსის ნაცვლად დაგხვდებათ У дяди Вани. სამუშაო ადგილები აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, ფასები კი დავწიოთ",– თქვა სპიკერმა. 

კომპანიები, რომლებმაც რუსეთის ბაზარი დატოვეს ან საქმიანობა შეზღუდეს - სრული სია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები