მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ეკონომიკის ექს-მინისტრი სასჯელს განსაკუთრებული რეჟიმის საპატიმროში მოიხდის

5b1d07d26a67d
თელარა გელანტია
10.06.18 16:14
846
რუსეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრ ალექსეი ულუკაევს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რუსული გამოცემა „ვედომოსტის“ ცნობით, ამის მიზეზად ქრთამის აღების ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა მედიისთვის სრულად გასაიდუმლეობული იყო, სად იხდიდა სასჯელს 2017 წელს რუსეთში ყველაზე ხმაურიანი დაპატიმრების ობიექტი.

რუსეთის კანონმდებლობით, შესაბამის სამსახურებს არა აქვთ უფლება გასცენ ინფორმაცია პატიმრის ადგილსამყოფელზე; მათ შორის მისი უფელბადამცელებისთვისაც კი, ეს ინფორმაცია დახურულია.

თუმცა ოჯახის იურისტებმა სხვა განსასჯელებისგან შეიტყვეს, რომ რუსეთის ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი სასჯელს ტვერის რეგიონის მკაცრი რეჟიმის პირველ კოლონიაში იხდის.

„ეს არის დასახლება პერემერკი, სადაც მკაცრი რეჟიმის პირველი კოლონია არის განლაგებული. ულუკაევი, ჯერჯერობით, კარანტინშია, თუმცა მალე მას ჩვეულებრივ კამერაში გადაიყვანენ. ამ კოლონიაში ნაკლებად ნახავთ რეციდივისტებს, აქ ძირითადად, შედარებით მსუბუქ დანაშაულზე და პირველ ჯერზე განსასჯელები იყრიან თავს” - განაცხადეს „ვედომოსტისთვის“ საზოგადეობრივ კომისიაში.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები