მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ეკონომიკის მინისტრი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

582abb866363b
BM.GE
15.11.16 11:36
1488
რუსეთის ეკონომიკის მინისტრი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. BBC-ის ინფორმაციით, ალექსეი ულიუკაევმა უკანონოდ 2 მილიონი დოლარი მიითვისა. როგორც ქვეყნის საგამოძიებო უწყება განმარტავს, ქრთამის აღება "როსნეფტისთვის" დადებითი შეფასების მიცემას უკავშირდება, კერძოდ კი კომპანიის Bashneft აქციების 50%-ის შეძენასთან დაკავშირებით.

1991 წლის შემდეგ ეს რუსეთში მსგავსი მაღალი რანგის პირის დაკავების პირველი ფაქტია.

"ეს იყო კმპანია როსნეფტისთვის ქრთამის გამოძალვის ფაქტი, რომელსაც თან ახლდა მუქარა", - აღნიშნავს საგამოძიებო უწყება.
მინისტრს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ "როსნეფტმა", რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია, კომპანიის Bashneft აქციები ოქტომბერში შეიძნა, გარიგების ღირებულებამ კი 5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები