მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდი: "საქართველო ლოყებს იხოკდა, მაგრამ ახლა ბიზნესის წარმართვას ვაგრძელებთ"

5878cbb33c476
დავით ჯალაღონია
13.01.17 16:42
2317
რუსული მედია საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომ-ექსპორტს" შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. გაზეთი "ვზგლიადი" მხარეებს შორის ურთიერთობის ახალ ფორმაზე, რომლის მიხედვით, სომხეთში გატარებული ბუნებრივი გაზის სატრანზიტო მომსახურებისთვის საქართველო ნატურით ანაზღაურების ნაცვლად, ფულად სარგებელს დასთანხმდა, - სტატიას აქვეყნებს.

სტატიის ავტორმა საკითხი რუსეთის ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის გენერალურ დირექტორთან კონსტანტინ სიმონოვთან ერთად განიხილა.

ავტორის აზრით, მონეტიზაციის ფორმატი "საქართველოს ღარიბ ეკონომიკას არ აწყენს". კონსტანტინ სიმონოვი კი ორი ქვეყნის ქვეყნის ურთიერთობებს ენერგტიკულ საკითხებში პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს და აცხადებს, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის შედარებით ნორმალიზების საშუალება მიეცა, რაც ერთგვარად გაზპრომთან ახალი შეთანხმების წინაპირობაც გახდა.

„საქართველო ჩვენთვის პატარა ბაზარია, მაგრამ მე მახსოვს, რუსულიდან აზერბაიჯანულ გაზზე გადასვლა როგორ აქტიურად გამოიყენებოდა საიმიჯოდ: "შეხედეთ, საქართველოსაც კი შეუძლია რუსეთის გარეშე ცხოვრება". ამ თავლსაზრისით, ის, რომ საქართველო დაბრუნდა, დიდი პლიუსია. ის ტლინკებს ყრიდა, ლოყებს იხოკდა, მაგრამ ახლა ჩვენ მოვილაპარაკეთ და ბიზნესის წარმართვას ვაგრძელებთ“, - განაცხადა სიმონოვმა „ვზგლიადის“ ჟურნალისტთან საუბრისას.

ცნობისთვის, "გაზპრომ-ექსპორტთან" ხელშეკრულება იმ პირობით, რა პირობითაც სარგებელს სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირიდან საქართველო 2016 წლის ბოლომდე იღებდა, ანუ ტრანზიტის 10%-ს ნატურის სახით, 15 წლის წინ გაფორმდა და რუსეთის მოთხოვნის მიუხედავად, პირობები არ იცვლებოდა. ურთიერთობის ამ ფორმის გადახედვის მოთხოვნა კი მწვავედ გასული წლის ზამთარში დადგა.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები