მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა - გამოიყენებს თუ არა პუტინი ატომურ იარაღს?

ამ კვირის გამორჩეულ თემებს შორის მსოფლიო ეკონომიკისთვის იყო ვეებერთელად გაზრდილი ბირთვული საფრთხეები დაპირისპირებისას მსოფლიოს და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ცხელ წერტილში უკრაინის სახით, სადაც გრძელდება რუსეთის ფედერაციის ოკუპაცია და სამხედრო მოქმედებები ისევე როგორც ვითარება დაძაბა უკრაინისთვის ნებართვების მიცემა სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან, გამოიყენოს რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზეც მათ შორის. ამას მოჰყვა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა პირველად გამოიყენეს ამერიკული ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში და წარმატებით გაანადგურეს სამიზნე.ამის შესახებ სააგენტო „რბკ-უკრაინა“ იუწყება ინფორმირებულ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, გრძელი რადიუსის მოქმედების რაკეტა ბრიანსკის ოლქის ქალაქ კარაჩევთან მდებარე სამხედრო ობიექტს მოხვდა.„მართლაც პირველად გამოიყენეს ATACMS-ი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის. სარაკეტო დარტყმა იყო ობიექტზე ბრიანსკის ოლქში. ის წარმატებით განადგურდა", - თქვა წყარომ. ვიციტირებ ამასაც. ცნობისთვის, ქალაქი კარაჩევი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 130 კილომეტრში ცხადია, არც რუსეთი დარჩა ვალში და რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც უკრაინის დნიპროზე მძლავრი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, განაცხადა,რომ რუსეთმა პირველად გამოიყენა ექსპერიმენტული საშუალო სიშორის რადიუსის ბალისტიკური რაკეტა «Орешник» -ი არაბირთვული ჰიპერბგერითი ქობინებით, ეს იყო პასუხი უკრაინელებისთვის, ამერიკული ბალისტიკური და ბრიტანული ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების გამო. ოღონდ ეს ორეშნიკი,ანუ «Орешник» -ის სახელით რუსეთის სარაკეტო შეიარაღებაში აქამდე არაფერი ფიქსირდებოდა და უფრო რეალურია, რომ ეს სახელი სულაც სპონტანურად იქნა მოგონილი კრემლში, პუტინის სატელევიზიო გამოსვლის წინ.სინამდვილეში, ექსპერტები წერენ, რომ საუბარია РС-26 "Рубеж"-ზე, რომლის შექმნა რუსეთმა 2006 წელს დაიწყო და თითქოს 2018 წელს შეაჩერა. უკრაინისთვის ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ნებართვის შემდეგ, წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, გადაწყვეტილება, რომელიც ცვლის რუსეთის ბირთვულ დოქტრინას. ანუ და მათ შორის, რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენების წესს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები