მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუსეთის IT სფერო ძირითადად თაღლითობასა და ჰაკერობაზე დგას" - IT/TECH კომუნის წევრები პროევროპულ აქციას მართავენ

აქცია

TBC-ის IT სპეციალისტი, გიორგი მახარაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები განვითარებასა და ახალი პროდუქტების შექმნაზეა ორიენტირებული, ხოლო რუსეთის IT მიმართულება ძირითადად, თაღლითობასა და ჰაკერობაზე დგას.

მისივე თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში ასეთი პროცესები მიმდინარეობს, IT სფეროს წარმომადგენლებს არ შეეძლოთ, რომ კომპიუტერებთან მსხდარიყვნენ და ახალი პროდუქტების შექმნაზე ეფიქრათ.

„ამ პროტესტის მიზეზი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია, ადამიანების ჩაგვრა, კონსტიტუციის დარღვევა, ეს იქნება ევროინტეგრაციისა თუ ადამიანის უფლებების მიმართულებით. შესაბამისად, არ შეგვეძლო უბრალოდ კულისებში ვმსხდარიყავით და ჩვენი საქმე წყნარად გვეკეთებინა.

ალბათ მოგეხსენებათ, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიები არის განვითარებაზე ორიენტირებული სფერო. ყოველდღიურად ვითარდება. ამას ფეხი უნდა ავუწყოთ, მაგრამ გარემოა ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან უბრალოდ ვერ იჯდები და ვერ განავითარებ პროდუქტს, თუ შენი ქვეყანა უკან მიდის და ასეთი რეპრესიული გარემოა.

ევროპაში და ზოგადად დასავლეთში იქმნება თანამედროვე პროდუქტები სტარტაპების თუ ფინტექ მიმართულებით და ჩვენ მათ ვუყურებთ, საუკეთესო გამოცდილებებს ვიმეორებთ და ვქმნით პროდუქტებს, რომელიც მათთვის, ანუ სხვადასხვა დასავლეთის ბაზრებისთვის რელევანტურია. რუსეთის IT მიმართულება ძირითადად თაღლითობასა და ჰაკერობაზე დგას. თუ როგორ გატეხონ ლიცენზირებული პროდუქტები და გააფუჭონ საქმე. ალბათ მაგ მიმართულებით ძლიერები არიან, თუმცა ჩვენ არ გვინდა ჩვენი რესურსები ამაზე დავხარჯოთ და გვერდი ავუაროთ კანონს. ჩვენ გვინდა, რომ განვვითარდეთ, ადამიანებს თანამედროვე პროდუქტები შევთავაზოთ და თანამედროვე ტენდენციებს ფეხი ავუწყოთ“,- განაცხადა გიორგი მახარაძემ.

ინფორმაციისთვის, IT/TECH კომუნის წევრები ჯერ ველოსიპედის ძეგლთან შეიკრიბნენ, ახლა კი პარლამენტის შენობასთან მსვლელობით მიემართებიან. ისინი ევროინტეგრაციის შეფერხებას აპროტესტებენ და 2 დღის განმავლობაში გაფიცვა აქვთ დაგეგმილი. აქციაზე არაერთი კომპანიის წარმომადგენელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები