მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous

621f2980ba527
გიორგი თოლორდავა
02.03.22 12:45
33357
მსოფლიოს უდიდესი ჰაკერული გაერთიანება იუწყება, რომ Anonymous-ის ერთ-ერთმა ჯგუფმა, NB65-მა დაჰაკა რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, „როსკოსმოსის“ საკონტროლო ცენტრი და რუსეთს აღარ აქვს კონტროლი საკუთარ სადაზვერვო სატელიტებზე.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების გამო, 25 თებერვალს Anonymous-მა რუსეთის მთავრობას და სახელმწიფო ორგანოებს კიბერომი გამოუცხადა. მას შემდეგ, ანონიმუსის კიბერშეტევის სამიზნე 1 500-მდე ვებგვერდი, არაერთი სახელმწიფო უწყების სისტემა და მონაცემთა ბაზა გახდა.

„Anonymous ოფიციალურად ჩართულია რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ კიბერნეტიკულ ომში“, - წერია დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ანონიმუსი" საერთაშორისო ჰაკტივისტური დაჯგუფებაა, რომელიც სრულად დეცენტრალიზებულია და მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ჰაკერს, აქტივისტსა და ჟურნალისტს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები