რუსეთის სახელმწიფო კოსმოსური კორპორაცია „როსკოსმოსის" ინფორმაციით, რუსეთის მიერ მთვარეზე გაგზავნილი ხომალდი Luna-25 მთვარეს შეეჯახა და არსებობა შეწყვიტა. ამის შესახებ Euronews წერს.
"აპარატი გადავიდა არაპროგნოზირებად ორბიტაზე და შეწყვიტა არსებობა მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
“როსკოსმოსი” იმედს გამოთქვამდა, რომ მათი ხომალდი დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთ პოლუსს პირველი შეისწავლიდა, რადგან სწორედ ეს ნაწილი რჩება მეცნიერებისათვის ჯერ კიდევ შეუსწავლელ ადგილად, სადაც, სავარაუდოდ, წყლის მოპოვებაა შესაძლებელი.
Luna-25 მთვარეზე 1 წელი უნდა გაეტარებინა.