მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია დღესაც ისეთივე უკანონო და მიუღებელია, როგორც 2008 წელს იყო | NATO-ს გენმდივნის სპეცწარმომადგენელი

nato

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, კევინ ჰამილტონი 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით X-ზე განცხადებას ავრცელებს.

ჰამილტონი აცხადებს, რომ რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი ტერიტორიების ოკუპაცია დღესაც ისეთივე უკანონო და მიუღებელია, როგორც 18 წლის წინ იყო.

"18 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა. ეს თავდასხმა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია დღესაც ისეთივე უკანონო და მიუღებელია, როგორც 2008 წელს იყო. NATO ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. საქართველო ათწლეულების განმავლობაში NATO-ს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია.", - წერს ჰამილტონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები