მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის მილების უმსხვილესმა მწარმოებელმა მოთხოვნის ვარდნის გამო საამქრო გააჩერა

ფოლადის მილები
03.03.26 13:40
233

რუსეთის ფოლადის მილების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ, ТМК-მ (Trubnaya Metallurgicheskaya Kompania), პროდუქციაზე დაბალი მოთხოვნის გამო, პერვოურალსკის ახალსამილე ქარხანაში ერთ-ერთი საამქროს მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.

ქარხნის ადმინისტრაციის განმარტებით, ინდუსტრიაში შექმნილი საერთო ვითარების ფონზე, საწარმოო პროგრამა დაკორექტირდა და დაიგეგმა იმ აგრეგატების გაჩერება, რომელთა პროდუქციაზეც ბაზარზე მოთხოვნა აღარ არის.

მედია წერს, რომ ეკონომიკური პრობლემების პარალელურად, რუსულ ინდუსტრიას კიდევ ერთი გამოწვევა მუშახელის მწვავე დეფიციტი უდგას. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და შემდგომი მობილიზაციის შედეგად, ქვეყანაში კადრების კატასტროფული ნაკლებობაა.

არსებული ვითარების დასაბალანსებლად, რუსული კომპანიები განიხილავენ მუშახელის ჩამოყვანას ინდოეთიდან და აფრიკიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები