მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მილსადენი "დრუჟბა" ევროპისათვის ნავთობის მიწოდებას 9 ივნისიდან განაახლებს

5ce81399e0b7f
მიშა ხაჩიძე
24.05.19 21:00
1180
რუსეთის მილსადენი „დრუჟბა“ ევროპისათვის ნავთობის მიწოდებას 9 ივნისიდან განაახლებს - შეთანხმებას საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის, პოლონეთისა და გერმანიის ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა ვარშავაში შეხვედრისას მიაღწიეს. როგორც გერმანული მედია იუწყება, რუსული მხარე 9 ივნისამდე მილსადენთან დაკავშირებით ყველა სახის პრობლემას მოგავრებს და ევროპის სუფთა ნავთობით მომარაგებას აღადგენს.

რუსული ნავთობის გარშემო გაუგებრობები ერთ თვეს გაგრძელდა.

ოფიციალური მინსკის გადაწყვეტილებით, „დრუჟბა“ 25 აპრილიდან ბლოკირებულია და ევროპულ სახელმწიფოებს რუსული ნავთობი არ მიეწოდებათ. მილსადენის ჩაკეტვის მიზეზი 5 მილიონი ტონა დაბინძურებული ნავთობი გახდა, რომელიც დასაშვებზე დიდი რაოდენობით კოროზიულ ნივთიერებებს - ქლორიდებს შეიცავდა.

როგორც ბელარუსის ვიცე-პრემიერი განმარტავდა, მაგისტრალურ ნავთობსადენ „დრუჟბას“ რემონტი ესაჭიროებოდა, თუმცა მალევე ოფიციალურ მოსკოვში განაცხადეს, რომ ე.წ. ნავთობსადენის საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს, რომლებმაც საბჭოთა დროინდელი მილსადენები გამიზნულად დააბინძურეს. აღსანიშნავია, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“ უკვე 55 წელია ფუნქციონირებს და აქამდე რემონტი არ ჩატარებია.