მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის მიმართულებით "აირზენას" რეისების განრიგში ამ ეტაპზე ცვლილებები არ არის

5d0dd8f800d4a
დავით ჯალაღონია
22.06.19 11:28
1213
ქართული ავიაკომპანია "აირზენა" რუსეთის მიმართულებით ფრენებს განრიგის მიხედვით ახორციელებს. ამის შესახებ BM.GE–ს კომპანიაში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეისების განრიგში ცვლილებები არ არის.

"აირზენა" რეისებს რუსეთის შემდეგ ქალაქებში ახორციელებს: მოსკოვში, სანქტ–პეტერბურგში, უფასა და ვორონეჟში. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალებათ.

კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, შეაჩერონ აღნიშნული პერიოდიდან საქართველოში მომსახურების გაწევა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები