მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მოქალაქეები ხსნიან კაფეებს, გაყიდვების ოფისებს. ვფიქრობ, მეტი საგადასახადო კონტროლია საჭირო - მოსაზრება

ირაკლი თავართქილაძე

"აჭარა ტურის" დირექტორი ირაკლი თავართქილაძე BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში კაფეებს, ბარებს, გაყიდვების ოფისებს ხსნიან, თუმცა მათი საგადასახადო კონტროლი არ ხდება, რაც აუცილებელია.

"საგადასახადო სისტემამ მეტი კონტროლი უნდა დაუწესოს და ისინიც იყვნენ ისეთივე ბენეფიციარები, როგორიც საქართველოს მოქალაქეები ვართ და საქართველოს ეკონომიკაში შეიტანონ არამხოლოდ არაპირდაპირი შემოსავლები, რომლებიც მათი ფულის ხარჯვით არის გამომდინარე, არამედ საქართველოს ბიუჯეტში იყვნენ გადამხდელ უნარიანები, ამის მონიტორინგის უნდა ხდებოდეს", - ამბობს ირაკლი თავართქილაძე.

მისივე თქმით, ჩვენ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ რუსი ვიზიტორების საქართველოში შემოსვლამ ქართულ ეკონომიკას ერთგვარი ბიძგი მისცა, იქნება ეს ლარის გამყარების თუ ბევრი სექტორის გამოცოცხლების კუთხით, თუმცა, პოლიტიკური თვალსაზრისით, რუსი ვიზიტორების დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველია.

"სახელმწიფოს სიძლიერე იმაშია, რომ მაქსიმალურად გაკონტროლდნენ ეს ადამიანები, თუ ისინი ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან მოხდეს მათი რეგისტრაცია, დაბეგვრა და მათაც ვაიძულოთ, გადაიხადონ ის გადასახადები, რასაც სახელმწიფო აწესებს და არ იყვნენ სპეციალურ სასათბურე მდგომარეობაში", - აცხადებს "აჭარა ტურის" დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები