"ყოველთვიურად ფულადი გზავნილების ისეთი მცირე თანხები მოდის, რომ რუსეთის მხრიდან ამის გადაკეტვა პრაქტიკულად შეუძლებელია,“ - ასე ეხმაურება ბიზნეს ასოციაციის (BAG) ვიცე პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი დღეს რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ვიცე-სპიკერის სერგეი ნევეროვის განცხადებას რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შესაძლო აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით.
„მთლიან შემოსავლებში რუსეთიდან გადმორიცხვების წილი დაახლოებით, 200-250 მლნ-ია, ამდენად, ერთი ამდენით გაიზრდება ტვირთი, მაგრამ არ მგონია, ამ აკრძალვამ ფულადი ნაკადების შეჩერების ისეთი ნაწილია და ისეთი მცირე თანხები მოდის ყოველთვიურად, ამის გადაკეტვა და შეჩერება რუსეთის მხრიდან პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება", - განმარტა ლაშა პაპაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოდან მინერალური წყლებისა და ღვინის იმპორტის აკრძალვის ინიციატივით რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია რასიას“ ვიცე-სპიკერი გამოვიდა.
დღესვე რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტმა საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის წინადადებას მხარი დაუჭირა.

























