რუსეთის რკინიგზამ საქართველომდე გადასაზიდი ტვირთების ნაწილზე ტარიფები გაანახევრა, - წერს 1tv.ge კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
საუბარია რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით საქართველომდე შავი მეტალებისა და ხორბლეულის გადაზიდვაზე. შეღავათი 2020 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.
რუსეთის რკინიგზის ცნობით, აქამდე შეღავათიანი რეჟიმი ამოქმედდა ტვირთების გადაზიდვაზე კავკაზ-ფოთისა და ბათუმი-კავკაზის საბორნე გადასასვლელებზე.
წყარო: 1tv.ge

























