ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან სატვირთო ავტომობილების დაახლოებით 6 კილომეტრიანი კოლონა დგას. საკუთარ რიგს, რამდენიმე ასეული ტრაილერი ფასანაურიდან საქართველო-რუსეთის საზღვრამდე ელოდება.
როგორც bm.ge-ს ერთ-ერთმა მძღოლმა განუცხადა, ეუბნებიან, რომ რუსეთის საბაჟო შეფერხებით მუშაობს და გაზრდილი ტვირთნაკადის გამო საბაჟო დროულად ავტომობილებს ვერ ატარებს.
შემოსავლების სამსახურში განგვიმარტეს, რომ ქართული საბაჟო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, გრძელი რიგების გამო შსს-ს საპატრულო პოლიცია სატვირთი მანქანებს ეტაპობრივად ატარებს და რიგებიც სწორედ ამან წარმოშო, რაც პირველი შემთხვევა არ არის.

























