მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის საგარეოს განცხადება - "თბილისში მასობრივი არეულობა გრძელდება"

5d0d09e72b40d
BM.GE
21.06.19 20:44
1642
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყებაში მიუთითებენ, რომ სერიოზულად არიან შეშფოთებული საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაციის გართულებით.

“რადიკალი ოპოზიციონერების მოქმედებების შედეგად, რომლებიც მიმდინარეობდა ანტირუსული ლოზუნგებით, დაშავდნენ ჩვენი თანამემამულეები - ოფიციალური დელეგაციის წევრები რუსეთის ფედერალური ასამბლეის ოფიციალური დელეგაციიდან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ მართლმადიდებლობის პარლამენტშორის ასამბლეის ღონისძიებაში. თბილისში მასობრივი არეულობა გრძელდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციაა რუსეთის მოქალაქეების მიმართ, თავი შეიკავონ საქართველოში ვიზიტისგან მათივე უსაფრთხოების მიზნით”,- ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები