მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის სამარის რეგიონში ნავთობის ქარხნებზე თავდასხმა იყო

12

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სამარის ოლქში ნავთობის გადამმუშავებელ ქარხნებზე თავდასხმა იყო. სამარის გარდა, დრონებით თავს დაესხნენ კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის ქარხანას.

უკვე რამდენიმე კვირაა უკრაინა რუსეთის ქალაქებს დრონებით ინტენსიურად უტევს. უკრაინის თავდაცვის ძალები უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.

უკრაინის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მათი მიზანია ამ გზით კრემლს ომის შეწყვეტა აიძულონ.

დრონებით თავდასხმების გამო მოსკოვის აეროპორტებმა არაერთხელ გააჩერეს მუშაობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები