რუსეთის სახელმწიფო უწყებებს იმპორტირებული ღვინის შეძენა აეკრძალებათ.
შესაბამის განარგულებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს მოაწერა.
დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სამთავრობო და მუნიციპალურ დაწესებულებებს უცხოეთში წარმოებული ღვინის ყიდვა 1 ივლისიდან აეკრძალებათ.
შეზღუდვა ყველა სახის ღვინის პროდუქციაზე დაწესდა; მათ შორის, ცქრიალა ღვინოზე, ლიქიორებსა და ხილის ღვინოზეც.
აკრძალვის მიზეზად რუსეთის მთავრობის მეთაური ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას ასახელებს.
მედვედევის თქმით, ამ გზით, რუსული წარმოება უფრო მასშტაბური და პოპულარული გახდება.

























