მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის შეიარაღებული ძალები ხარკოვში შევიდნენ - ადგილობრივი მთავრობა

621b1aee7eaf3
თამთა ჯიჯავაძე
27.02.22 10:30
1250
რუსეთის შეიარაღებული ძალები ხარკოვში შევიდნენ, ამის შესახებ BBC-ის ცნობით, ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები იტყობინებიან.

ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ამბობს, რომ ქალაქში სამხედრო მანქანები გამოჩნდნენ.

მანამდე კი გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა რუსული სამხედრო მანქანების მსვლელობა ქალაქისკენ.
სინეგუბოვი მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„არ დატოვოთ თავშესაფრები. უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მტერს. მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ გავიდნენ ქუჩებში“, - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები