მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ევროკავშირის წინააღმდეგ ლუქსემბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა

რუსეთის ცენტრალური ბანკი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში ოფიციალური სარჩელი წარადგინა, რომლითაც 2025 წლის 12 დეკემბრის რეგულაციას აპროტესტებს. აღნიშნული რეგულაცია რუსეთის სუვერენული აქტივების გადარიცხვის განუსაზღვრელი ვადით აკრძალვასა და მათი სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობის გამორიცხვას ითვალისწინებს. ბანკის განცხადებით, ეს არის სამართლებრივი ბრძოლის ნაწილი ევროკავშირის „უკანონო ქმედებების“ წინააღმდეგ.

მოსკოვი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის რეგულაცია არღვევს საერთაშორისო სამართლით გარანტირებულ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა საკუთრების ხელშეუხებლობა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა და სახელმწიფოთა სუვერენული იმუნიტეტი. რუსული მხარის მტკიცებით, აქტივების გაყინვა და მათთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების აკრძალვა ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპებს.

სარჩელში ხაზგასმულია სერიოზული პროცედურული დარღვევებიც. კერძოდ, რუსეთის ცენტრალური ბანკი ამტკიცებს, რომ რეგულაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ერთსულოვნად კი არა, ხმების უმრავლესობით იქნა მიღებული, რაც ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 215-ე მუხლის დარღვევად არის გამოცხადებული. ბანკი იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი საკუთარი აქტივების დასაბრუნებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები