მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების ახალი ტალღა ამოქმედდა

5d63e9a012e8d
მიხეილ ხაჩიძე
26.08.19 18:00
2932
აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ე.წ. სკრიპალების საქმის გამო დაწესებული სანქციების მეორე ეტაპი დღეიდან ძალაში შევიდა. ამერიკული მედიის ცნობით, შესაბამისი ოფიციალური ცნობა აშშ-ის ფედერალური მთავრობის დოკუმენტში გამოქვეყნდა, რომელიც ინტერნეტითაც ხელმისაწვდომია.

შეზღუდვების თანახმად, ვაშინგტონი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მოსკოვისთვის კრედიტების გაცემაზე უარის თქმას ითხოვს. კერძოდ, თეთრი სახლი მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან რუსეთისთვის ნებისმიერი ფინანსურ, ან ტექნიკური დახმარებას კატეგროიულად ეწინააღმდეგება.

ამას გარდა, აიკრძალა ტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტი, რომელიც შტატების სავაჭრო სამინისტროს ცნობით, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის წარმოდგენის საშიშროებას შეიცავს. თეთრმა სახლმა ამერიკულ ბანკებს რუსეთის მთავრობისთვის რუბლის გარდა, უცხოურ ვალუტაში კრედიტების გაცემა აუკრძალა.

ამერიკული სანქციები მინიმუმ 12 თვე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობას ადგილი დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 2018 წლის 4 მარტს ჰქონდა. თავდასხმის შედეგად ასევე მოიწამლა მოსკოვიდან მამასთან სტუმრად ჩასული იულია სკრიპალი და დაზიანება მიიღო სულ მცირე 21-მა ადამიანმა. ბრიტანელი სამართალდამცველების მიერ გამოძიება მკვლელობის მიზნით თავდასხმის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. 14 მარტს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მომხდარში ოფიციალურად ბრალი დასდო რუსეთის სახელმწიფოს და რუსეთის 23 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა განხორციელდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საიდუმლო ზემძლავრი ნერვული აგენტის "ნოვიჩოკის" გამოყენებით. ფაქტს თანამედროვე პოლიტიკის ისტორიაში ყველაზე რეზონანსული დიპლომატიური დაპირისპირება მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები