მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის წინაპირობა: რა შემთხვევაში აღდგება ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა

5d230dd9886a7
მიხეილ ხაჩიძე
08.07.19 13:40
19698
აერონავიგაციის მომსახურებისთვის დავალიანების სრულ დაფავრამდე, ქართული კომპანიები რუსეთის მიმართულებით ვერ იფრენენ - განცხადება ამის შესახებ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა „რასია 24“-ის ეთერში გააკეთა.


ალექსანდრ ვოლკოვის თქმით, რუსეთში ქართული ავიაკომპანიების ფრენებზე აკრძალვა სწორედ იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ არსებულ დავალიანებას არ გაანულებენ.

"ფრენების შეწყვეტა იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ Georgian Airways-ის და MyWay Airlines-ის საავიაციო უსაფრთხოების პროგრამა და აუდიტი რუსეთის მხარისთვის არ იქნება წარმოდგენილი... ასევე, იმ დრომდე, ვიდრე სრულიად არ დაიფარება ქართული მხარის მიერ აერონავიგაციის მომსახურების დავალიანება“, - აღნიშნა ვოლკოვმა.


შეგახსენებთ, რომ დღეიდან რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეჩერდა. გადაწყვეტილება ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო.  

ცნობისთვის: დავალიანებასთან დაკავშირებით რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებას ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 24 ივნისს უპასუხა.

"ჩვენი ინფორმაცია ქართული ავიაკომპანიებისგან არის ის, რომ მათ ეს დავალიანება არ გააჩნიათ. ასევე იყო საუბარი უსაფრთხოებაზე. ჩვენი ავიაკომპანიები პასუხობენ ძალიან მაღალ სტანდარტებს და რასაკვირველია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები