საერთაშორისო გადახდების პლატფორმა Wise-ის ბარათების მფლობელ რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირში ცხოვრების უფლებით არ სარგებლობენ, სერვისების მიღება სრულად შეეზღუდათ. საუბარია როგორც ბარათით გადახდების, ასევე ბანკომატებიდან თანხის გამოტანის, ელექტრონულ პლატფორმებზე ვაჭრობისა და გამოწერების განხორციელების აკრძალვაზე. მაგალითისთვის, მათ არ შეეძლებათ Netflix-ის ყოველთვიური პაკეტის ამ ბარათით შეძენა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, გადაწყვეტილება ევროკავშირის მიერ დამტკიცებულ სანქციების მე-19 პაკეტს უკავშირდება, რომელიც ევროკავშირში ცხოვრების უფლების არმქონე რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის გადახდების სერვისების მიწოდებას ყველა ფინტექ კომპანიას უკრძალავს.
აღსანიშნავია, რომ Wise არ არის ერთადერთი ციფრული ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.




























