რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, იტალიელმა ბიზნესმენებმა 3,6 მილიარდი ევროს ზარალი ნახეს. სააგენტო "ტასის" ინფორმაციით, ორ წელში იტალიის ექსპორტი რუსეთში 34 პროცენტით შემცირდა. ყველაზე დიდი ფინანსური ზარალი ტექნიკის, ტანსაცმლის, ავტომობილებისა და ავეჯის მწარმოებლებმა ნახეს.

























