რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თებერვალში გამართულ შეხვედრაზე, რუსეთმა აშშ-ს მიმართა წინადადებით, მოხსნილიყო სანქციები რუსულ ავიაკომპანია "აეროფლოტზე".
მისივე თქმით, ჯერ შანსი არ მისცემია, რომ აშშ-ს ამ პროცესის წარმოებაზე დაჰკონტაქტებოდა, თუმცა აღნიშნა, რომ "აეროფლოტზე" სანქციების მოხსნა პრერეკვიზიტი იქნებოდა რუსეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი ფრენების აღსადგენად.
ლავროვის განცხადებით, ვაშინგტონთან კონტაქტი აჩვენებს, რომ "აშშ-ს აქვს დიალოგის აუცილებლობის ფუნდამენტური გაგება, ორივე მხარის მიერ ეროვნული ინტერესების დაცვის ფონზე". მანვე აღნიშნა, რომ მოლოდინები არც თუ ისე მაღალია, თუმცა, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, ეს "რეალისტური და საჭირო" ნაბიჯი იქნებოდა.