მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთი ბენზინი

რუსეთის მთავრობამ ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა. კერძოდ, ახალი გადაწყვეტილების თანახმად, ექსპორტის შეზღუდვა ძალაში იქნება 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

კერძოდ, 2025 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, აკრძალვა გავრცელდება ყველა ექსპორტიორზე: როგორც ნავთობპროდუქტების მწარმოებლებზე, ასევე არამწარმოებლებზე. 1 ოქტომბრიდან კი ბენზინის მწარმოებლებისთვის შეზღუდვები მოიხსნება.

რუსული მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საწვავის შიდა ბაზარზე სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებას.

ექსპორტზე აკრძალვა მთავრობამ 2025 წლის თებერვალში დააწესა. ის ძალაშია 2025 წლის 1 მარტიდან 31 აგვისტოს ჩათვლით. ამჟამად, შეზღუდვები ასევე ვრცელდება ნავთობპროდუქტების პირდაპირი მწარმოებლების მიერ მიწოდებაზე.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის ნავთობპროდუქტების უმსხვილესი მომწოდებელია და მასზე მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, დაახლოებით 45% მოდის. კერძოდ, საქართველომ რუსეთიდან 7 თვეში 326 მლნ აშშ დოლარის 468 071 ტონა ნავთობპროდუქტის იმპორტი განახორციელა, რაც წლიურად ოდნავ შემცირებული მაჩვენებელია (2024 წლის 7 თვეში 331,4 მლნ აშშ დოლარი, 431 679 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები