მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა ოდესის ოლქში სამოქალაქო მაღაზიაზე "შაჰიდით" იერიში მიიტანა - ზელენსკი

დაბომბვა ოდესაში

რუსულმა რეაქტიულმა დრონმა ოდესის ოლქში მდებარე სამოქალაქო მაღაზიაზე იერიში მიიტანა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, თავდასხმის შედეგად კომერციული ობიექტი ნაწილობრივ განადგურდა და სამი ადამიანი დაშავდა. ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ავტომობილები დაზიანდა. ამჟამად, ადგილზე შესაბამისი საგანგებო სამსახურები მუშაობენ.

უკრაინის ლიდერის შეფასებით, რუსეთის ეს ქმედება უკავშირდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოსულ იმ სახიფათო სიგნალებს, რომლებიც მოსკოვისთვის სანქციების შესაძლო შემსუბუქებას გულისხმობს.

ზელენსკის პოზიციით, დასავლური შეზღუდვების გაუქმება დაუშვებელია, რადგან დამატებითი ფინანსური რესურსი რუსეთს ომის გაგრძელებაში ეხმარება.

გამოქვეყნებულ პოსტში უკრაინის პრეზიდენტმა დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენაც მოუწოდებს და ხაზი გაუსვა, რომ სამოქალაქო ობიექტები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა მათი მხარდაჭერის გარეშე მუდმივი საფრთხის ქვეშ რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები